რეზონანსი
20.07.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

როგორც არასრულწლოვანის ადვოკატი გოჩა კვარაცხელია აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის დამალვის ნაწილში აღიარებს.

„ის ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ თავს. კერძოდ ერთ ნაწილში, ზაზა სარალიძის ნაწილში ცნობს თავს დამნაშავედ და ამბობს, რომ მათ შორის საუბარი ნამდვილად შედგა. სასამართლოს კი ამის თაობაზე თავად ზაზა სარალიძის თხოვნით არ მოახსენა. საუბარში კი ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, რომ გამოძიებას ან სასამართლოს ხელი შეშლოდა", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ადვოკატი საქმის დანარჩენ დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ დეტალებზე საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.

არასრულწლოვანი დ.ღ-ს გუშინ დააკავეს. ბრალი კი ცოტა ხნის წინა წაუყენეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×