(რეზონანსი) პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად შეძლებს პოლიტიკური ასპარეზზე ისეთ გუნდის გამოყვანას, რომელიც საქართველოს სჭირდება
უსუფაშვილის თქმით, მისი და მარგველაშილის შეხვედრის შემდეგ ოპტიმისტურად განეწყო. მისივე თქმით, მზადაა იყოს პრეზიდენტობის კანდიდათი იმ შემთხვევაში თუ პროსეცში მარგველაშვილი ჩაერთება.
„შედგა ჩვენი პირველი საუბარი. ამ საუბრის შემდეგ მე ვარ ზომიერად ოპტიმისტურად განწყობილი. მომავალი კვირის განმავლობაში ყველა კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული. მე მზად ვარ, ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი, თუ გიორგი მარგველაშვილი იქნება ამ პროცესში ჩართული. მზად ვართ, განვიხილოთ სხვა ვარიანტებიც. თუ იქნება გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტს, რომ არ იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ჩვენ გავაგრძელებთ საქმეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები ცალკე აღებული ვერ პასუხობს ქვეყნის საჭიროებებს, საჭიროა საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მომპოვებელი გუნდის შექმნა, ამ საკითხში ჩვენ ვთანხმდებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.