რეზონანსი
20.07.2018

 (რეზონანსი) ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მწყემს მალხაზ კობაურს, ამ წუთებში საკანში კითხავენ. გამომძიებელი ბრალდებულთან დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა.

კობაურის ადვოკატის დავით გირგვლიანის განცხადებით, ბრალდებული გამოძიებას იმ ორი პირის გარეგნულ მახასიათებლებს აღუწერს, რომლებმაც კობაურის თქმით, მკვლელობა ჩაიდინეს.

„ჩემი დაცვის ქვეს მშყოფი დამნაშავე არ არის, ის ამბობს, რომ მის თვალწინ ორმა პირმა მოკლა ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი. სწორედ ამ გარეგნულ მახასიათებლებს გამომძიებელს აღუწერს. ამის შემდეგ კი მოვითხოვთ, რომ საქმეს ფოტორობოტი დაერთოს და აღნიშნული პირების მიმართ ძებნა გამოცხადდეს",- აცხადებს დავით გირგვლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×