რეზონანსი
20.07.2018

 (რეზონანსი) კურორტზე მყოფი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მცხოვრები 7 წლის გიორგი ბერიძე, უბედური შემთხვევის შედეგად ზღვაში დაიღრჩო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვის დაღუპვის მიზეზი, ზღვის ამ მონაკვეთში, შეკვეთილი-დენდროლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველების არ ყოფნა გახდა.

ერთ ერთი ადგილობრივის თქმით, გვიან მოსულმა მაშველებმა მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ბავშვი კი დაიღუპა.

ბერიძეს დღეს, მშობლიურ სოფელ მთისპირში დაკრძალავენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×