რეზონანსი
20.07.2018

 (რეზონანსი) „ყველა ხედავს, რომ „ქართულ ოცნებაში" არის კლანების ბრძოლა" - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი, „ქართული ოცნებიდან" დავით ჭიჭინაძის გარიცხვას.

მისი თქმით, მმართველ გუნდში მიმდინარეობს ინტერესთა ბრძოლა და ჭიჭინაძე არ იქნება უკანასკნელი გარიცხული დეპუტატი.

„ვფიქრობ, რომ ჭიჭინაძე არ იქნება უკანასკნელი ვისაც ან დაატოვებინებენ ან დატოვებს პარტიას, ამ პროცესს ჩვენ ყველა ვაკვირდებით" - ამბობს რატიანი.

დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გუშინ გარიცხეს. ჭიჭინაძეს პარტია ბოლო დროს თანაგუნდელების მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო დაატოვებინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×