რეზონანსი
20.07.2018

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობაში იმსჯელებენ, დარჩება თუ არა უმრავლესობის რიგებში დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, პარტიის სახელით გადაწყვეტილება მიღებულია, უმრავლესობის სახელით გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს.

„უმრავლესობიდან გარიცხვას თავისი პროცედურა აქვს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ლეგიტიმურად სამდივნოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა და მას შეუძლია, სამდივნოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე გაასაჩივროს. მათ შორის ჰკითხოს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ იცოდა თუ არა და რა პოზიცია აქვს. მარტივად გაეცემა პასუხი, თუ გაასაჩივრებს.

„ეს არ არის პატარა გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როცა პარტია პარლამენტის წევრის გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს და ეს მარტივად არ ხდება. თვეების განმავლობაში, ამ ყველაფერს წინ კოლეგების მიმართ შეურაცხმოფელი განცხადებები უსწრებდა. დიდი ხანია, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში საკუთარ თავს ვერ ხედავდა და სწორი იქნებოდა, პარტიიდან წავლის გადაწყვეტილება თავად მიეღო. ვინაიდან არ მიიღო, პარტიამ მიიღო", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×