რეზონანსი
20.07.2018

 (რეზონანსი) ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახი სამშობლოში გადაასვენეს. რაიან და ლორა სმიტების და მათი ვაჟიშვილის ცხედრების სამშობლოში კიევის გავლით ჩაასვენებენ.

გადასვენების ხარჯები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უზრუნველყო.

ხადას ხეობაში მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაურია.

შსს-ის ინფორმაციით, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაინს სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

ადგილზე ჯერ ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს. მეორე დღეს კი, მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი ჩანჩქერის მახლობლად იქნა აღმოჩენილი.

მწყმესს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×