რეზონანსი
20.07.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, გუშინ დაკავებულმა არასრულწლოვანმა დ.ღ - მ ბევრი რამ იცის, რის შესახებაც სიმართლეს არ საუბრობს.

„თავდაპირველად, ინციდენტის დაწყებიდან ფარდულში განვითარებულ მოვლენებამდე საუბრობს რაღაც რაღაცეებს, სიმართლეს მაგრამ, უკვე კონკრეტულად დაჭრის ფაქტებზე აღარ საუბრობს. თუ გაიხსნება ეს ბავშვი თავიდან ბოლომდე, შესაძლებელია მიაწოდოს ეს ინფორმაცია. ამ პიროვნების ჩხრეკის ორდენი როცა გაიცა, პოლიციელები არც კი შესულან სახლში. მისი მშობლების მიერ გამოწოდებულ ტანსაცმელს დაჯერდნენ და წამოვიდნენ აქეთ" - განაცხადა სარალიძემ „დღის ამბებში"

მისივე თქმით, დ.ღ - ს უთხრა, რომ მათი შეხვედრის შესახებ არავისთის ეთქვა, რადგან როგორც სარალიძე ამბობს ეს მისი ტაქტიკა იყო.

„ვუთხარი, ჩვენ რომ შევხვდით ერთმანეთს ეს არ თქვა არსად, ეს იყო ჩემი ტაქტიკა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბავშვი ალაპარაკებულიყო თავიდან ბოლომდე. სპეციალურად ვუთხარი იმისთვის, რომ ჩვენი შეხვედრები არ უნდა იცოდეს არავინ, იქიდან გამომდინარე, რომ უნდა ელაპარაკა სიმართლე მაგრამ, სამწუხაროდ, სიმართლე არ ილაპარაკა. მე მასთან სასამართლო პროცესი არ მიხსენებია და არ მითქვამს, რომ იქ არ ელაპრაკა სიმართლე, პირიქით ვეუბნებოდი, რომ სიმართლე უნდა ეთქვა", - დასძინა სარალიძემ.

არასრულწლოვანი ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ბრალი კი დღეს წაუყენეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×