რეზონანსი
20.07.2018

 (რეზონანსი) დღეს საგანგებო სიტოაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა თაამდებობა დატოვა. გავრცელებული იფორმაციით, ეს უკავშირდება იმას, რომ პრემიერის მამუკა ბახტაძის გუნდში არ მოიაზრებოდა.

თუმცა იურიდიულ საკითხვა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„გამოვრიცხავ რომ ეს ამის გამო მომხდარიყო. პრემიერთან დაახლოებული პირი შეიძლება ბევრი არ იყოს და ამის მიხედვით არ ხდება გუნდში გადანაწილება სფეროების, ადგილების თუ პოზიციების. ეს სრულიად მიუღებელი მოდელი და ფორმულაა, ასეთი რამ მე არასდროს არ მიგრძვნია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×