რუსთავის ცენტრალურ ქუჩებზე უნებართვოდ განთავსებულ საგაზეთო ჯიხურებს იღებენ. ჯიხურების აღების პროცესს, სპეცტექნიკის გამოყენებით, რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის, ასევე ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლები ახორციელებენ.
ჯიხურების დემონტაჟის საკითხი მას შემდეგ გადაწყდა რაც შპს "კონაპუსს" (რომლის საკუთრებაშიცაა საგაზეთო ჯიხურები) მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა.
როგორც რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით უნებართვოდ განთავსებული ჯიხურების დემონტაჟი მეგობრობის გამზირზე და რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. რამდენიმე მისამართზე კი მოსახლეობის თანხმობის შემდეგ, უსახური ავტოფარეხებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა.
ზედამხედველობის სამსახური, ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, უნებართვოდ განთავსებული ჯიხურებისა და ავტოფარეხების დემონტაჟს მომავალშიც გეგმავს.