რეზონანსი
20.07.2018

 მარშალ გელოვანის გამზირის და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობის საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიურ კვლევაზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, 27 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს უშუქნიშნო ტიპის გზაჯვარედინი, რომელიც 2 გვირაბსაც ითვალისწინებს, რომელთა მეშვეობითაც გზების გადაკვეთის დონეები დაცალკევდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობის მთავარი ნაკადი, რომელიც იმოძრავებს ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ისარგებლებს მარშალ გელოვანის გამზირით; სამხრეთიდან ჩრდილოეთით მიმავალი ნაკადი კი მარჯვენა სანაპიროს ქუჩას გამოიყენებს.

აღნიშნული გზაჯვარედინის მოწყობის დეტალური პროექტი კორეული საკონსულტაციო ფირმის DOHWA Engineering Co.,Ltd. მიერ 2018 წელს არის მომზადებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×