რეზონანსი
20.07.2018

 გიორგი მარგველაშვილმა პროექტის „დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებამდე“ ფარგლებში საზოგადოების წევრებთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით აპირებს თუ არა მეორე ვადით კენჭისყრას, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაუცემლობით ეხმარება, როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას. 

„რატომ არ ასახელებს „ქართული ოცნება“ კანდიდატს? იმიტომ, რომ არ იციან, როგორი კანდიდატი დაასახელონ. მათ აწყობთ, ჩემგან მოისმინონ, რომ არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო სუსტი, რბილი იქნება კანდიდატი, ვეტოს ის ვერ გამოიყენებს, არავის არ შეეპასუხება, თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით იქნება დაკავებული. მუდმივად ჩემ კრიტიკაში არიან. ერთ კანდიდატი, რითი ვერ შექმნეს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×