რეზონანსი
20.07.2018

 საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ ეხმაურებიან. გიორგი მარგველაშვილის განცხადება უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ წინასაარჩევნო სტრესის გამოხატულებად შეაფასა:

„პრაქტიკულად მან თქვა რომ დედამიწა ტრიალებს ჩემს გარშემოო, შეიძლება პრეზიდენტის კაბინეტში არის გლობუსი, რომელიც მის გარშემო ტრიალებს, მაგრამ დედამიწა, პოლიტიკა, ეკონომიკა და ყველაფერი მის გარშემო ნამდვილად არ ტრიალებს. მას ეს განცხადებები დასჭირდა იმისათვის, რომ თავისი პიროვნება ან კანდიდატურა წამოსწიოს წინ. რეალურად ის არის წინასაარჩევნო სტრესში და ფიქრობს ბევრს მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში და ამიტომ გვაჩქარებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×