რეზონანსი
20.07.2018

 "გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა, რომ კარიერა გაიკეთოს იმაზე, რომ შენ შეგაგინოს" - ეს განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ გააკეთა. კითხვაზე, ვის გულისხმობდა ის ღლაპში, მან განაცხადა, რომ კონკრეტული ადრესატი არ ჰყოლია. 

სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, მარგველაშვილმა ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა. 

„შენ უნდა ითამაშო არბიტრის როლი, შენ უნდა მიუხედავად ამ შეურაცხყოფისა, მიუხედავად იმისა, რომ გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა, რომ კარიერა გაიკეთოს იმაზე, რომ შენ შეგაგინოს, მიუხედავად იმისა, რომ უსამართლოდ გაყენებენ შეურაცხყოფას, მიუხედავად იმისა, რომ მედია ვერ გაგიგებს, რაღაცას აგიგორებენ, შენთვის უნდა იყოს პრიორიტეტი სამშობლო,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×