რეზონანსი
21.07.2018

 (რეზონანსი) იგოეთის მონაკვეთთან მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ტრაილერს უკნიდან დაეჯახა.

მიკროავტობუსში მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მძღოლი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×