რეზონანსი
21.07.2018

 (რეზონანსი) გიორგი მღებრიშვილის განცახადებით, საგანგებო სიტოაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანლის პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

მღებრიშვილის თქმით, გათავისუფლების შესახე პრემიერ-მინისტრს თავად მიმართა. მღებრიშვილი ამბობს, რომ სამომავლოდ საკუთარი დროის დათმობას შვილებისთვის აპირებს.

„ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე და ძალიან ბევრი სასაცილო ინტერპრეტაციაც. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მე მივმართე პრემიერს თხოვნით გავეთავისუფლებინე დაკავებული თანამდებობიდან. ეს სხვა არავის არც თხოვნა ყოფილა და არც მოთხოვნა. მე ამაში საოცარს ვერაფერს ვხედავ. 22-წლიანი მუშაობის შემდეგ, დროა ცხოვრების ნაწილი შვილებს დავუთმო", - განაცხადა მღებრიშვილმა ქრონიკასთან.

გიორგი მღებრიშვილი გუშინ გადადგა. გუშინვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მღებრიშვილი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაათავისუფლა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×