რეზონანსი
21.07.2018

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დაამარცხებდა. არველაძე პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„დარწმუნებული ვარ, თუ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს გიორგი მარგველაშვილი, მეც რომ დავაყენო ჩემი კანდიდატურა, ადვილად მოვუგებ. მე ვარ ძლიერი", - განაცხადა არველაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტი, როგორ განცხადებასაც აკეთებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ არის ადამიანი აღზრდილი და „ღლაპების" დაძახება მის შინაგან კულტურაზე მეტყველებს.

როგორც გუშინ მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში განაცხადა, „გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა, რომ კარიერა გაიკეთოს იმაზე, რომ შენ შეგაგინოს"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×