გვანცა წულაია
21.07.2018

 ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე მოქალაქეებს, რომლების ფიქრობენ, რომ სისტემის მსხვერპლნი არიან, დახმარებას ჰპირდებიან. ამის შესახებ ზვიად კუპრავამ დღეს ზაზა სარალიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზვიად კუპრავას განცადებით, ყველა იმ ადამიანს დაეხმარებიან ვინ მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ დაჩაგრა, მასზე იძალადა და მოტყუებულია.

„ამ წუთიდან ვიწყებთ მოძრაობას იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ დაჩაგრა, იძალადა მასზე და მოტყუებულია. ჩვენ ვიწყებთ იმ ადამიანების რეგისტრაციას, ვინც არის სისტემის მსხვერპლი. რეგისტრაცია დაიწყება ორშაბათს, 11:00 საათიდან „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრში", პეკინის #39 -ში.

„ველოდებით ყველას, ვინც არის ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ჩვენ ყველასთვის ვიბრძოლებთ, რადგან როგორც საზოგადოება ხედავს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ამ ადამიანებისთვის არ სცალია. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ამ ადამიანების უფლებების დასაცავად", - განაცხადა კუპრავამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×