რეზონანსი
21.07.2018

 (რეზონანსი) გიორგი მარგველაშვილი ჯერჯერობით არ ასახელებს მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

მარგველაშვილი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს „ოცნება" უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო თუ არჩეევნები მისი კანდიდატურის გარეშე ჩაივლის „ქართული ოცნება" სუსტ კანდიდატს წარადგენს.

"ამ კითხვაზე პასუხის არგაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას. „ქართული ოცნების" მაგალითზე, რატომ არ ასახელებენ კანდიდატს, თუ ვიტყვი, რომ არ მივიღებ მონაწილეობას, სუსტ კანდიდატს დაასახელებენ, კანდიდატს, რომელიც ვეტოს არ გამოიყენებს, არავის შეეპასუხება, აქ ექსკურსიაზე მოვა, საერთოდ თუ მოახერხებს რამეს, პარტიის ლიდერი იქნება. მათ ასეთი კანდიდატი უნდათ. მაგრამ თუ მე მივიღებ მონაწილეობას, ასეთ კანდიდატს ვერ დაასახელებს. მე მელოდებიან.

„მეორეს მხრივ ოპოზიციასაც ვეხმარები, რადგან ეს ოპოზიციაც რამდენი ხანი უნდა იყოს ჩამოუყალიბებელი?! ერთი მხრივ ვეხმარები ოპოზიციას, მეორე მხრივ „ქართულ ოცნებას", რომ სუსტი კანდიდატი არ წარადგინოს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×