რეზონანსი
21.07.2018

 (რეზონანსი) „თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი უფროსი ემზარ კვარაცხელია უკვე ერთი თვეა ბელგიის ქალაქ ანტვერპენშია და თავშესაფარს ითხოვს.

28 წლის ემზარ კვარაცხელიას საქმეს ბელგიის სპეციალური კომისია განიხილავს და თვის ბოლომდე გაირვევა მიიღებს თუ არა ის თავშესაფარს,

როგორც კვარაცხელია „ლაივპრესთან" ამბობს, ბელგიაში წასვლა ფიზიკური გადარჩენის გამო გადაწყვიტა. მისივე თქმით, მისი ორიენტაციის გამო, ბოლო დროს უამრავ მუქარის შემცელ შეტყობინებას ღებულობდა.

„ფიზიკური გადარჩენისთვის, ბოლომდე რომ არ დავცემულიყავი იმისთვის. ბოლო დროს იყო უამრავი მუქარის შემცველი შეტყობინება. მათი დიდი ნაწილი ე.წ. ფეიკ გვერდებიდან მომდიოდა. მაგალითად იყო ასეთი "მე შენს ახლოს ვცხოვრობ და ველოდები მომენტს, რომ გაგისწორდე". ეს ყველაფერი ჩემი ორიენტაციის გამო ხდებოდა.

„ბელგია მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც ლგბტ თემის უფლებები ყველაზე მეტადაა დაცული. პრობლემები აქაც არის, რომელსაც სამწუხაროდ ისევ ქართველები მიქმნიან. პირველივე დღეს როცა რამდენიმე ქართველ აქტივისტთან ერთად ემიგრაციის სამსახურში მივედი, გვიცვნეს და დაგვემუქრნენ. ჩემს თავსშესაფარში რვა ქართველია და რვავე ჰომოფობია. ბელგიაში, ქუჩაში ყველგან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, მაგრამ თავშსაფარში ისევ ქართველების გამო მაქვს პრობლემები. კავკასიელები და ქართველები ჩემი ნივთების დაწვას აპირებენ. სამწუხაროა, რომ ქართველებზე ასე მიწევს საუბარი. ამ მუქარების შესახებ ომბუდსმენიც გავაფრთხილე და ცალკე, იზოლირებულ ოთახში გადამიყვანეს", - ამბობს კვარაცხელია.

მისივე თქმით, „ბელგიელისთვის წარმოუდგენელია ის პრობლემები, რაზეც ქართველი ლგბტ აქტივისტები საუბრობენ"

„აქ ჩემი მეგობარი ტრანსგენდერები არიან და მათაც არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. ჩვეულებრივ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მაშინ, როცა საქართველოში მეტროთი ერთხელაც არ უმგზავრიათ პრობლემების გარეშე. ამ ადამიანებს ბელგიაში არც ბინის შოვნისას, არ ბანკში და არც სხვა ინსტიტუციებში პრობლემა არ შექმნიათ. აქ არავის აინტერესებს შენი პირადი ცხოვრება, შენი ორიენტაცია. აქ „პრაიდზე" ოჯახებთად ერთად გამოდიან", - ამბობს კვარაცხელია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×