რეზონანსი
21.07.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ.-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

„არ გაითვალისწინა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე მისი საუკეთესო ინტერესი. ვფიქრობ, მკაცრი ღონისძიება გამოიტანა, როგორიც არის პატიმრობა, მაშინ, როცა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებითაც. ჩვენ ვითხოვდით გირაოს 2 ათასი ლარის ოდენობით, მიზნების მიღწევა ასეც შეიძლებოდა. თუმცა, არ გაითვალისწინა სასამართლომ და მიიღო მისი პატიმრობაში დარჩენის გადაწყვეტილება, რაც უკანონოა და აუცილებლად გავასაჩივრებთ მას სააპელაციო სასამართლოში. ის, რომ ნამდვილად შეხვდა ზაზა სარალიძეს და ამაზე თქვა სასამართლოზე, არ შევხვედრილვარო, მაგას აღიარებს და ნანობს, თურმე ხდებოდა იქ ფარული ჩაწერა, არ იცოდა არასრულწლოვანმა ამის შესახებ და ამას აღიარებს, რომ მართლა შეხვდა", - აცხადებს ადვოკატი მარიამ პაპაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×