(რეზონანსი) პროკურორის თორნიკე ნადირაძის განცადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ - მ გამოძიებას და სასამართლოს არასწორი ინფორმაცია შეგნებულად მიაწოდა.
ნადირაძემ ის არგუმენტებიც განმარტა, რომლითაც პროკურატურა პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას ასაბუთებდა.
"არსებობდა რეალური, დასაბუთებული საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალებული მიემალებოდა გამოძიებას, ასევე მართლმსაჯულების განხორციელებას შეუშლიდა ხელს. ამასთან არსებობდა მოწმეებზე, ზემოქმედების და მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მთელი ეს არგუმენტები, რომელიც სასამართლო პროცესზე იყო გაცხადებული, სასამართლომ სრულად გაიზიარა.
„არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, აუდიოჩანაწერები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულმა პირმა შეცვალა ჩვენებები და შესაბამისად, შეგნებულად, გაცნობიერებულად, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა როგორც გამოძიებას, ისევე სასამართლოს", - განაცხადა პროკურორმა.
ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ - ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.