ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გარდაცვლილ სამ მეშახტეს - 30 წლის ლაშა ფორჩხიძეს, 57 წლის იოსებ ქარქაშაძეს და 57 წლის მურმან ლილუაშვილის დღეს, ხოლო მეოთხეს 55 წლის მიხეილ გამეზარდაშვილის ხვალ დაკრძალავენ.
ტყიბულის ცენტრში გარდაცვლილი მეშახტეების მეგობრები, ნათესავები და თანაქალაქელები იკრიბებიან, ისინი გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.
„დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ სამ ადამიანს ემშვიდობება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ, ორშაბათს, 11:00 საათზე ვიკრიბებით ტყიბულის ცენტრში, რათა ტყიბულის შახტის ადმინისტრაციას გავაგებინოთ ჩვენი ხმამაღალი პასუხი. ხელისუფლებას. რაც შეეხება, მათ ვთხოვთ, რომ დაგვიდგნენ გვერდით," - აცხადებს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.
16 ივლისს, მინდელის სახელობის შახტში, ოთხი მეშახტე დაიღუპა, ხოლო ექვსი მეშახე მძიმედ დაშავდა.