რეზონანსი
21.07.2018

 (რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება დროულად გაასაჯაროვოს და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში ინტრიგებზე მსჯელობას ნუ ამოეფარება.

ბოკერიას თქმით, როდესაც არ ამბობს მიიღებ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ეს საზოგადოების უპატივცემულობაა

„პრეზიდენტობა პასუხისმგებლობაა ამომრჩევლისა და საზოგადოების წინაშე. მოქმედი პრეზიდენტისგან იმის დროზე თქმა, იყრის თუ არა კენჭს, მინიმალური პატივისცემაა ამომრჩევლისა და საზოგადოების მიმართ. ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი გაუგებარ ინტრიგებზე საუბრით იმის გადაფარვას ცდილობს, რომ საზოგადოების მიმართ სრულ უპატივცემულობას იჩენს, როცა საზოგადოებას საკუთარი გეგმების შესახებ არ ეუბნება. საზოგადოებას უნდა უპასუხოს, ასე რატომ იქცევა. რას ფიქრობს ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე, ეს ცალკე საკითხია და არ მაინტერესებს. საუბარია, ელემენტარულ პოლიტიკურ პატივისცემაზე საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რაც პრეზიდენტს ამომრჩევლის მიმართ ევალება", - ამბობს ბოკერია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×