რეზონანსი
21.07.2018

 (რეზონანსი) მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე, 233 მონაწილიდან ზღვარი 73-მა გადალახა.

აქედან, ერთი - საერთო სპეციალიზაციითაა, 21 - სამოქალაქო და ადმინისტრაციული, ხოლო 51 - სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის გამოცდების შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს მიმართოს.

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა 28 ივლისს ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×