რეზონანსი
21.07.2018

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს არ აქვს იმის რესურსი, რომ„ქართული ოცნების" კანდიდატს კონკურენცია გაუწიოს.

„მას არ გააჩნია ის რესურსი, რომ „ქართული ოცნების" კანდიდატს გაუწიოს კონკურენცია. ვფიქრობ, ეს არის მისი მცდელობა, წარმოაჩინოს საკუთარი თავი. მას აქვს ამის უფლება, რამდენადაც ღიმილის მომგვრელი უნდა იყოს. მას აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც, მაგრამ ეს აუცილებლად მარცხით დასრულდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც ჯერჯერობთ უცნობია. მარგველაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას „ქართულ ოცნებას" უფრო კონკურენტუნარიანი კანდიდატის დასახელება მოუწევს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×