რეზონანსი
21.07.2018

 (რეზონანსი) ვინც არ უნდა დავასახელოთ, გიორგი მარგველაშვილთან შედარებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაახლოებით სამმაგი სხვაობა მაინც გვექნება, ამიტომ,"ქართული ოცნების" კანდიდატს ნუ დაელოდება, გადაწყვიტოს, უღირს თუ არა გარისკვა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის პროგნოზით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული კანდიდატი 20 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს.

„აქ ვარ მე და აქ - თქვენ. გარანტიას გაძლევთ, რომ მეორე ადგილზე ვერცერთი კანდიდატი 20 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს და შეგიძლიათ განსაზღვროთ, ჩვენ ველოდებით სხვას თუ სხვა გველოდება, ჩვენ. ის პარტია ვართ, ვინც არჩევნებზე გარანტიით ყველაზე მეტ ხმას მიიღებს და დიდი უპირატესობა გვექნება მეორე და მესამე კანდიდატებთან შედარებით. არავის არ ველოდებით, ჩვენ უნდა დაგველოდონ სხვები და როგორც ჩანს, ჩვენ გველოდება გიორგი მარგველაშვილი და გადაწყვეტილებას არ იღებს, თუმცა აქაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზე გავლენას არანაირად არ ახდენს, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას", - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილი ჯერჯერობით არ ასახელებს მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს „ქართული ოცნება" უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო თუ არჩეევნები მისი კანდიდატურის გარეშე ჩაივლის მმართველი პარტია სუსტ კანდიდატს წარადგენს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×