(რეზონანსი) ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გარდაცვლილ სამი მეშახტე - 30 წლის ლაშა ფორჩხიძე, 57 წლის იოსებ ქარქაშაძე და 57 წლის მურმან ლილუაშვილი დაკრძალეს, ხოლო მეოთხე 55 წლის მიხეილ გამეზარდაშვილის ხვალ დაკრძალავენ.
დღეს ტყიბულის ცენტრში, ადგილობრივები, მეშახტეები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და პროფკავშირების წევრები შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნაა შახტებში შრომის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. რა დროსაც ოთხი მეშახტე ექვსი კი დაშავდა.
მინდელის შახტა მომხდარის შემდეგ დროებით დახურვის. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.