რეზონანსი
21.07.2018

 (რეზონანსი) საქართველოს წინსვლას სჭირდება ბიძინა ივანიშვილის გუნდის მარცხი და „ევროპული საქართველოს" გამარჯვება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ქუთაისში, სპორტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი არის ღირსეული ადამიანი.

„ევროპულმა საქრათველომ" დაამტკიცა, რომ შეგვიძლია ოპოზიციაში ყოფნა. შეგვიძლია ოპოზიციაში ქვეყნის ინტერესების დაცვა. მაგრამ მთავარი, მაინც არის გამარჯვება. მინდა გკითხოთ, არ მოვიდა დრო, რომ გავიმარჯოთ ქვეყნის შიგნით, არა მარტო ეუთოში, არამედ საქართველოში?! არ მოვიდა დრო, რომ საქრთველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ინტერესების დამცველია, რომლისაც არ შეგვრცხვება ექვსწლიანი „ოცნების" დამანგრეველი მმართველობის შემდეგ, არ მოვიდა დრო, რომ გვყავდეს ღირსეული ლიდერი ქვეყნის სათავეში?! საქართველოს წინსვლას სჭირდება ბიძინა ივანიშვილის გუნდის მარცხი და „ევროპული საქართველოს" გამარჯვება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×