რეზონანსი
21.07.2018

 (რეზონანსი) მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო ორი კვირის განმავლობაში,

იაპონიაში 30 ადამიანი დაუღუპა. ათასობით ადამიანი კი საავადმყოფოშია მოთავსებული და შესაბამის მკურნალობას გადის.

ქვეყანაში ახლა რეკორდული სიცხეებია. ჰაერის ტემპერატურამ ცენტრალურ რეგიონებში 40 გრადუსს გადააჭარბა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ხელისუფლება მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისა და დიდი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებს.

იაპონიის განათლების მინისტრმა საგანმანათლებლო დაწესებულებს უმკაცრესი ზომების მიღებისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ექვსი წლის სკოლის მოსწავლე ძლიერი სიცხის გამო დაიღუპა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×