(რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის„ქართული ოცნებიდან" გარიცხვის გადაწყვეტილებას დაგვიანებულს უწოდებს.
მისი შეფასებით, ამ დაგვიანებული გადაწყვეტილებას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა.
„რაც შეეხება კონკრეტულად, ამ ერთ შემთხვევას, ეს იყო, მე ვიტყოდი, დაგვიანებული გადაწყვეტილება, თუმცა, ამ დაგვიანებას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. როდესაც, არაერთგზის, თვეების განმავლობაში, კონკრეტული დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს სხვა დეპუტატებს და კოლეგებს, გუნდის და მთავრობის წევრებს, ბუნებრივია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა და ამაზე დავა, უბრალოდ, შეუძლებელია", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.