რეზონანსი
22.07.2018

 (რეზონანსი) ადვოკატი დავით გირგვლიანი ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღარ დაიცავს.

"საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო შემდეგი განცხადება!

ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზი კობაურის ინტერესებს.

ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ,რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს მე ,როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი მივიჩნევ,რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელზეს ჩემი მონაწილეობის გარეშე.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს ვინც გააგრძელებს მის დაცვას ,ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ , რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე!

ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც თბილი სიტყვებისათვის, ასევე კრიტიკული ოპონირებისათვის. მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას,თუმცა ვრჩები ჩემი ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული!

სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ", - წერს ადვოკატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×