რეზონანსი
22.07.2018

 (რეზონანსი) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დროს შეუძლოდ გახდა. მისი პირადი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, უწმინდესი ამჟამად საპატრიარქოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება.

ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქი დილიდანვე შეუძლოდ იყო და ექიმები მას ურჩევდნენ არ წაბრძანებულიყო წირვაზე,

ექიმის განცხადებით, ეს წნევის ცვალებადობის გამო მოხდა, რადგან უწმინდესი ფასანაურში იმყოფებოდა. ამჟამად პატრიარქს წნევა დაურეგულირდა და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×