მარიამ კუპატაძე
22.07.2018

 პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, მანჩო გიორგობიანის ღია წერილს გამოეხმაურა.

„არავითარი გადამოწმება - როგორ დაუშვი, რომ ასე ხმამაღლა გადაუმოწმებლად ვიტყოდი ერთ სიტყვასაც კი -აბა დაფიქრდი, შენი ნაწილობრივ მესმის არ გინდა, რომ ეს სიბინძურე არსებობდეს, მაგრამ არსებობს თურმე ჩვენს გვერდით, ( თან მრავალი წელია) ასე, რომ ეგ ლექსი ჯანსუღის კაცობაზე და კეთილშობილებაზე მეტყველებს ისევ -ჰო და მაგას ვამბობთ სწორედ, რომ არც მკვდარი" მეგობარი" და არც "ცოცხალი" იცის მაგ "კაცმა"- სიჩუმეს უნდა მიუგდოს ყური ახლა, ეს უფრო ღირსეული იქნება, მაგრამ აბა სად აქვს.

ეს არის ყველაზე სწორი, ნუ გამაღიზიანებ, ისედაც ძალიან გაღიზიანებული ვარ და კიდევ ვიკავებ თავს, კიდევ-ხომ კარგად გაიგე, ხომ გესმის?!. ენა ვის მოაქვს, რა თქმა უნდა ისიც ნაგავია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს( კარგად ვიცი, ვინც არის), მაგრამ მე თავად ფაქტები მაინტერესებს, რაც უტყუარი აღმოჩნდა და მორჩა წერტილი დასვი, მერწმუნე "ყველასთვის" ჯობია- არ გინდა ამ ჭუჭყის "გაპრავება", არაფრით გამოვა! და ვერ გამოვა, გული შეიძლება გაგისკდეს ადამიანს მოსმენით- რატომ იფიქრა, მან რომ ეს ყველაფერი დაფარული დარჩებოდა- აი ეს არის საკვირველი, ( მაგრამ კიდევ კარგი, რომ ეგონა და ასე იფიქრა, წლებია ამას აკეთებს)-

შენ კი თავი შეიკავე "გარჩევისგან" და არ დაგავიწყდეს, რომ დიდ სიბინძურეზე და გარდაცვლილის შეურაცხყოფაზეა საუბარი- არც ხალხი და არც მე და არც მამუკა, არავის ვაპატიებთ .... წერტილი.

P.S. და კიდევ- არავითარი ოჯახების ურთიერთობა, ჩემს, ჩვენს ოჯახში არასდროს ნამყოფიც არ არის, არავინ დაგაბნიოს- არმაზი ძალიან ახლობელი და შევარდნაძესთან სახლში( გადადგომის შემდეგ) ხვდებოდნენ ეგ და არმაზ სანებლიძე,რომელიც მიყვარს , ასე რომ რაც არ იცი, იმაზე ნუ საუბრობ, არ არის "გასარჩევი"- რა შუაში ხარ ვერ ვხვდები, რატომ ერევი, ამ დიდ სიბინძურეში, ახლა არ მითხრა რომ მისგან მოულოდნელი იყო ასეთი" კაცური" საქციელი( მაინც არ დაგიჯერებ) - კარგი რა.

არც ამდენი იყო საჭირო ძვირფასო - მცდელობას გააჩნია, ძვირფასო, გარდაცვლილი მამის( დაკრძალვის დღეს) შეურაცხმყოფელთან საუბრის "მცდელობას"- ცუდი სახელი ჰქვია, მერწმუნე თავად უხერხულად იგრძნობ თავს( ამიტომაც გკითხე , რა შუაში ხარ "თქო" ??)"- წერს თაკო ჩარკვიანი.

აღნიშნულს მანჩო გიორგობიანი გამოეხმაურა:

„თაკო, მე ერთხელ ვთქვი და დავამთავრე... არ ვაპირებ ამ თემაზე ლაპარაკის გაგრძელებას... მე რაც შემეძლო, ყველანაირად ვეცადე. ისეთი რაეები მოგიყევი, რაც სახალხოდ კი არა, მევრი მეგობრისთვისაც არ მქონდა მოყოლილი... დანარჩენი, შენი საქმე შენ იცი...

ხალხნო, ძალიან გთხოვთ სწორად გამიგოთ.. მართლა გაიცებული ვარ თაკოზე, თითქოს შეცვლაეს ადამიანი... მთელი ცხოვრება ვუყურებ ამ ულამაზეს მებრძოლ გოგოს, რომელიც საუკეთესო შვილია, თავდადებული დაა, არაჩვეულებრივი მეუღლე და გენიოსი სვილის გამზრდელი დედაა...არ მიკვირს, რომ გადარევდნენ, მეც დამაჯერეს ჩემს უახლოეს ადამიანებზე რაღაც სისულელეები "მოგზავნილიას" ვარიანტში... პარანოია კინაღამ დამეწყო.

ყველა გადავამოწმე და ამ ჩემს უბედურებასიც, ბევრი რამ გამოჩნდა, ვინ ვინ არის და ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა ... ორი წელი არ არის ცოტა დრო ყველაფრის გაანალიზებისთვის.

მაინც მგონია, რომ თაკოც გადააფასებს ყველაფერს... აშკარად ძალიან გადაღლილია, ნერვებსაც ვერ თოკავს... გაუვლის ააუცილებლად... დრო უნდა და დასვენება...

რაც არ უნდა დამბლოკოს და თუნდაც შეურაცხყოფა მომაყენოს, ვერანაირად ვერ გავბრაზდები და არც მწყენია... ცხოვრება ისეთი რამე ყოფილა.. ყველაფერს თავის ადგილას ალაგებს.. "არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდების".

ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ნუ გამილანძღავთ ჩემს კედელზე... თქვენს კედლებზე, მე ვერ აგიკრძალავთ ვისზე რა დაწეროთ... მე მაინც არ ვაპირებ თაკო ჩარკვიანის განცხადებებზე რეაგირებას... დღეს და აქ ვწყვეტ მასზე ლაპარაკს... იმდენ ხანს ვიბრძოლეთ ერთად, რომ თუნდაც მაგიტომ არ მომიტრიალდება ენა.. ჯანუკის და მამაჩემს რომ თავი დავანებოთ... წერტილი!"- წერს გიორგობიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×