რეზონანსი
22.07.2018

 (რეზონანსი) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა და სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ცხინვალსა და სირიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

სააგენტო „სანას" ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს დიმიტრი მედოევმა და ვალიდ მუალემმა სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების დაწყების შესახებ იმსჯელეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სირიის ლიდერი ბაშარ ასადი ცხინვალში მიიწვია.

29 მაისს სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×