რეზონანსი
22.07.2018

 (რეზონანსი) "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სამომავლოდ ტაქსებით მომსახურება გაძვირდება. მისი თქმით, დღეს საქართველოში ყველაზე დერეგულირებული ტაქსები არიან და სწორედ ამიტომ არის მათი სერვისი იაფი.

ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ტაქსების რეგულაციით "გაძვირდება ტაქსის სერვისი, ვიღაც იშოვის ბევრ ფულს, ისე როგორც ყვითელ მარშუტკაზე შოულობენ".

"სავალდებულო რეგისტრაცია შემოიღეს, ამით აღრიცხავენ ყველას, ვინც ტაქსაობს, შეისწავლიან ბაზარს, ნახავენ რამდენი არიან, შემდეგ მომავალ წელს ალბათ გამოაცხადებენ ტენდერს და ჩაახუტებენ რომელიღაც ახლობელს და იტყვიან ყველა უნდა იყოს ერთი ფერის, ევროპაში ასეა, გვეტყვიან ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზეც. შედეგი იქნება ის, რომ არაფერი არ გაუმჯობესდება, გარდა იმისა, რომ გაძვირდება ტაქსის სერვისი - ვიღაც იშოვის ბევრ ფულს, ისე როგორც ყვითელ მარშუტკაზე შოულობენ.

აიღეთ ნებისემირ სფერო, სადაც ჩარეულია თბილისის მერია, ან თუნდაც რომელიმე სამთავრობო სტრუქტურა და მერე მითხარით, რომელი სფერო აქვთ ისეთი მოწესრიგებული, რომ ახლა მაინცდამაინც ტაქსებში ვარდებიან და მას მოაწესრიგებენ.

ავტობუსებია მოწესრიგებული, მარშუტკებია მოწესრიგებული, მეტროა მოწესრიგებული, ჭერი ინგრევა თავზე, თუ სადაც სახელმწიფოა შესული, სადმე არის რამე ისეთი, რომ სამაგალითო იყოს? რატომ ერჩიან ახლა ტაქსებს, ტაქსებსაც დედას უტირებენ, ფულს იშოვიან ვიღაცეები", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×