რეზონანსი
22.07.2018

 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 21 ივლისს, საღამოს მიკროავტობუსი ჩაცხრილეს, რომელშიც ტაქსის მძღოლები ისხდნენ. ისინი იოჰანესბურგში კოლეგის დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ. 

"შემთხვევა გუშინ, საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. მიკროავტობუსს ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი სერიოზულად დაშავდა. დაჭრილები საავადმყოფოში იმყოფებიან. ისინი გაუტენგას ტაქსის მძღოლების გაერთიანებიდან იყვნენ", - განუცხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა "როიტერს".

მომხდარში ეჭვმიტანილის ვინაობა და სროლის მოტივი უცნობია. ტაქსი-მიკროავტობუსი ძალიან პოპულარული ტრანსპორტია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, თუმცა ძალადობის შემთხვევები ხშირად ხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×