რეზონანსი
22.07.2018

 ლორა სმიტი გაუპატიურების შემდეგ, სავარაუდოდ, მკვლელმა თავისი ხელით დაახრჩო. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა კაილები სმიტის ცხედართან ერთად ადგილზე სმიტების ფოტოაპარატიც იპოვეს, სადაც ერთ-ერთ ფოტოში იარაღით მწყემსია გადაღებული.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის ნაწილის მიხედვით, უკვე დადასტურებულია, რომ ლორა სმიტის ორგანიზმში მალხაზ კობაურის გენეტიკური მასალაა აღმოჩენილი. 4 წლის კაილებს კი მიბჯენით აქვს ნასროლი, ამიტომ თავის ქალა ფრაგმენტირებულია. დასკვნაში წერია, რომ თოფზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და 4 წლის კალებ სმიტსა და მალხაზ კობაურს ეკუთვნის.

ეს დოკუმენტების მხოლოდ ნაწილია, კომპლექსური ექსპერტიზა კი ერთ თვეში დასრულდება და დაადგენს ძალადობრივი იყო თუ არა სქესობრივი კავშირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×