რეზონანსი
22.07.2018

 ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ კრწანისის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსხური, სასწრაფო დახმარების ბრიგადები. იქვე იმყოფება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.

როგორც მან ,,ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, სოფელ კრწანისის მიმდებარე დასახლებაში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს და სახლების ნაწილი დატბორილია. სამაშველო სამსახური ტერიტორიაზეა შესული და სახლში ჩარჩენილი სამი ადამიანის გამოყვანა ნავებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის წყალდიდობის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×