რეზონანსი
22.07.2018

 ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. თვითმხილველების ინფორმაციით, დაბა ასპინძაში, ცენტრალურ გზაზე „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გარე განათების ბოძს შეეჯახა.

ოთხივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ექიმები აცხადებენ, დაშავებულებს შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×