რეზონანსი
22.07.2018

 უკრაინელი ტურისტების 15-კაციანი ჯგუფი თეთნულდის დასალაშქრად 18 ივლისს წავიდა. რთული რელიეფის ბილიკის გავლისას ჯერჯერობით უცნობი მიზეზით თოკს ორი ტურისტი მოწყდა. ორივე დაახლოებით ასი მეტრის სიღრმის ხრამში ჩავარდა. ადგილზე ვერტმფრენი და მაშველები 1 საათში მივიდნენ. "რუსთავი 2"-ის ცნობით, პირველი შემოფრენის დროს ერთი დაშავებული აიყვანეს, მეორის გამოსაყვანად კი ჯგუფს დაპირდნენ, რომ დაბრუნდებოდნენ.

გადარჩენილი უკრაინელი ტურისტი ამბობს, რომ ევგენია ალექსანდროვის გადარჩენა შესაძლებელი იყო, თუმცა რატომ არ ამოიყვანეს ისიც მაშველებმა მისთვის უცნობია.

ჭიუხებში ჩავარდნილი ევგენია ალექსანდროვის მეუღლე, რომელიც თავადაც ექსპედიციის წევრი იყო უკვე ხუთი დღეა დახმარებას ითხოვს. ამბობს, რომ სამაშველო სამსახურმა მიზეზად უამინდობა დაასახელა და მისი მეუღლის ამოსაყვანად აღარ გაფრინდა. 

ოფიციალური უწყების ინფორმაციით ტრაგედიის დღეს თენთნულდზე საქაერო ნავიგაციის ნათხოვარი ვერტმფრენით შეფრინდნენ. შეძლეს ერთი დაშავებულის გამოყვანა, მეორე კი უკვე გარდაცვლილი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×