რეზონანსი
23.07.2018

 მოქანდაკე ირაკლი ჟვანია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს:

“გრიგოლ ვაშაძე 1981-88წწ მუშაობდა მოსკოვში, СССР საგარეო საქმეთა სამინისტროში კოსმოსის და ბირთვული იარაღის განყოფილებაში. რასაკვირველია, წვდომა ექნებოდა საიდუმლო ინფორმაციაზე რომელიც ეხებოდა კოსმოსს და ბირთვულ იარაღს.

ასეთ ადგილებზე СССР დროს მუშაობდნენ მხოლოდ КГБ საკადრო ოფიცრები, აუცილებლად მაღალ სამხედრო წოდებაში. თუ ვინმეს ამაში ეჭვი გეპარებათ ეგ თქვენი პრობლემაა. მაგ დროს მოსკოვში ტურგიდებიც და მეძევეებიც კი КГБ თანამშრომლები იყვნენ…

ანუ ბატონი ვაშაძე და პუტინი ერთი ორგანიზაციის თანამშრომლები რომ არიან, ეს ფაქტია. არა იყვნენ, არამედ არიან. მაგ ორგანიზაციაში თუ ხარ, ეს სიცოცხლის ბოლომდეა, მაქედან საკუთარი ნებით არ მიდიან.

მეტი ვერავინ მოძებნეთ ხომ ქვეყნის პირველი პირის კანდიდატურაზე წარსადგენად ნაცებო?…ასე დაბეჩავდით და გაუფასურდით საბოლოოდ?" – წერს ირაკლი ჟვანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×