რეზონანსი
23.07.2018

 სროლა ფოთში - არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ქურდობის ფაქტს სამართალდამცველი შეესწრო. დაკავებისას პოლიციის თანამშრომელს დამნაშავემ, რომელიც ჩაქუჩით იყო შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

​თავის არეში დაჭრილის მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

რაც შეეხება სამართალდამცველის მხრიდან სროლის ფაქტს, შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×