რეზონანსი
23.07.2018

 კახეთში, გორსა და გარდაბანში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხი სოფელი​ დაიტბორა. უწყებაში 6 შეტყობინება შევიდა

​გორში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები, სულ შევიდა 18 შეტყობინება. მაშველებმა 3 ოჯახის ევაკუაცია განახორციელეს.

​გარდაბნის სოფელი კრწანისში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები: სულ შევიდა 4 შეტყობინება.

მაშველებმა 11 ოჯახიდან 15 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

უწყების ცნობით, ​სტიქიის შედეგად, არც ერთ ქალაქში მოქალაქეები არ დაშავებულან.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×