რეზონანსი
23.07.2018

 საქართველოს პრეზიდენტის სიძის ახლო მეგობარს, თორნიკე კაჭარავას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. შესაძლოა სასამართლომ დღესვე მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი გადაწყვიტოს.

კაჭარავას ამჯერად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ.

ბრალს დაკავებული უარყოფს და ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.

თორნიკე კაჭარავას წინააღმდეგ ეს პირველი სისხლის სამართლის საქმე არ არის. ბოლოს ის შარშან დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში დაადანაშაულეს. საქმის ძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×