რეზონანსი
23.07.2018

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ - გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის დირექტორი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, რომლის უფლებამოსილებაში შედიოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული „ილიას ტბისა" და მისი მიმდებარე სკვერის მხოლოდ მოვლა - პატრონობა და არა ობიექტის განკარგვის უფლება, მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა ამ სკვერის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტის განთავსების უზრუნველყოფას და მფარველობას, რის სანაცვლოდ, მან მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×