რეზონანსი
23.07.2018

 (რეზონანსი) ტყიბულის მერის თემურ ჩუბინიძის განცხადებით, „საქნახშირის" ადმინისტრაციის წარმომადგენლები თანამდებობას დატოვებენ. ამის შესახებ განცხადება ტყიბულის მერმა, „საქნახშირის" გენერალურ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, შეხვედრაზე თავად ჯაყელმა უთხრა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელთა გათავისუფლებასაც მეშახტეები ითხოვენ, რამდენიმე საათში გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან.

„მქონდა გენერალურ დირექტორთან საუბარი, ბატონ ჯამბულ ჯაყელთან, რომელმაც მითხრა პირადად, რომ ბატონი გია ქარქაშაძე, ბატონი აკაკი ახვლედიანი, ბატონი კირკიტაძე, ბატონი აბულაძე და აბესაძე დღეს ბრძანების ტექსტი მზადდება, გათავისუფლებული იქნებიან დაკავებული თანამდებობიდან და წავლენ სახლებში. თავად როცა ეს ყველაფერი იურიდიულად მოწესრიგდება და კომპანია სტატუსს აღიდგენს და გააგრძელებს ნორმალურად ფუნქციონირებას დატოვებს თანამდებობას," - განაცხადა თემურ ჩუბინიძემ.

ტყიბულში აქცია დღეს დილიდან მიმდინარეობს. შეკრებილების მთავარი მოთხოვნა „საქნახშირის" ადმინისტრაციის გადაყენება და ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯაა.

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×