(რეზონანსი) თბილისის პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი გაბოძემ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მას მიხეილ კალანდიას დაცვის სურვილი არ აქვს.
„ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს მ.კ.-ს ვიცავ, მისი დაცვის არანაირი სურვილი არ მაქვს"- აღნიშნა პრეოკურორმა.
პროკურორი აცხადებს, რომ ბრალის წაყენების საფუძველი მტკიცებულებების საფუძველზე არ იყო.
„ძალიან არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ მისი ადვოკატი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, მიწევს ჩემი პოზიციის დაცვა, რაც გამოდის, რომ თანხვედრაშია დაცვის პოზიციასთან", -განაცხადა პროკურორმა.