რეზონანსი
23.07.2018

 (რეზონანსი) სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" პრეზიდენტის პოსტზე რამდენიმე ღირსეულ კანდიდატს განიხილავს, რომელთაც პირველ ტურშივე გამარჯვების შანსი აქვთ.

„კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს, საუბარი არის რამდენიმე კანდიდატურაზე. „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი უახლოეს მომავალში, კანონის შესაბამისად, დასახელდება. ბევრი საინტერესო და ღირსეული კანდიდატი განიხილება, რომელსაც პირველივე ტურში აქვს გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში, პოლიტსაბჭოზე მოხდება განხილვა და გადაწყვეტილების მიღება",- ამბობს კალაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×