პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, საავადმყოფოებისა და სასწავლო დაწესებულებების ეზოებში მოწყობილ სივრცეებში თამბაქოს მოწევა სექტემბრიდან დაშვებული იქნება. ამ საკითხს მხარს უჭრს ჯანდაცვის კომიტეტი და შესაბამისი ცვლილება კანონში, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოწევა დახურულ სივრცეებსა და შენობებში აიკრძალა, სექტემბრიდან შევა.
"კანონის თანახმად, ღია სივრცეებში აკრძალული იყო თამბაქოს მოწევა, საავადმყოფოებისა და სასწავლო დაწესებულებების ირგვლივ. ამან სოციალური დაძაბულობის კერები შექმნა საავადმყოფოებში დაცვასა და ავადმყოფების გულშემატკივრებს შორის, როდესაც მათ უკრძალავდნენ მოწევას. ამიტომ, სექტემბრიდან ჩვენ შევიტანთ ცვლილებას კანონში, რომლის თანახმადაც საავადმყოფოებისა და უნივერსიტეტების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, თამბქაოს მოწევა დაშვებული იქნება“ - განაცხადა "საქმიან დილაში" ზოიძემ.
მისივე განმარტებით, სხვა დახურულ შენობებს ეს ცვლილება არ შეეხება. რაც შეეხება რესტორნებსა და კაფეებს, ის კლება რაც ამ კანონის შემდეგ დაფიქსირდა, მისი თქმით, სამომავლოდ დაბალანსებული იქნება.